პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტზე, ყრილობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა დასახელდება, _ გადაწყვეტილება ერთხმად პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.
გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" წევრი გახდა. ეს საკითხი პარტიის სამდივნომ გუშინ განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს კი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა გაიმართა.
პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს ყრილობა, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება.