ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურებში მეწყერი რამდენიმე წუთის წინ ჩამოწვა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, 30 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი:
_ მთას დიდი ლოდი მოწყდა, რომელმაც გზა ჩახერგა. ეს ადგილი ზემოსურების ცენტრიდან დაახლოებით ორ კილომეტშია. ახლა იქ საცალფეხო ბილიკია. ჩემი წარმოამდგენელი ადგილზე იმყოფება. ხვალ სპეციალური კომისიაც ავა და დეტალებზე საუბარი შემდეგ შემეძლება. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა მთის აფეთქება გახდეს საჭირო, _ გვითხრა კუჭავამ.