ეროვნებით ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი ისლამური ხალიფატის მებრძოელებით მომმარაგებელია რუსეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან. იგი რუს სამართალდამცველებს თურქეთში ემალება და ისლამურ ხალიფატში რუსულ მიმართულებაზეა პასუხისმგებელი. ამის შესახებ საქმის კურსში არიან ევროპის სპეცსამსახურებიც.
2009 წელს ჩატაევი ქართველ სამართლადამცველებთან შეტაკების დროს დააკავეს, რომლის დროსაც 11 ბანდიტი და 3 ჯარისკაცი დაიღუპა. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ კი იგი თბილისის სასამართლომ გაათავისუფლა.
აღნიშნულ ინფორმაციას ბულგარული გამოცემა www.vesti.bg -ი ავრცელებს და მიუთეთებს, რომ ნაწილობრივ რუსულ წყაროებს ეყრდნობა.
გამოცემის ინფორმაციით, ჩატაევი საქართველოდან სირიაში გაემგზავრა და ისლამური ხალიფატის იერარქიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა. დღეისათვის ის თურქეთში იმყოფება და ევროპის ქვეყნებში გასაგზავნი თვითმკვლელი ტერორისტების მომზადებაში მონაწილეობს.