https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სამშვიდობო მისიებში მონაწილე ბიჭები უდიდესი ძალა და შეუფასებელი განძია ჩვენი ქვეყნისთვის”

9:02; 1.02.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ინტერვიუ გიორგი არაბულთან.

_ თქვენი გზა სამხედრო სამსახურამდე…

_ ჩემი ბავშვობა თბილისს უკავშირდება. აქ დავიბადე, გავიზარდე, დავამთავრე საშუალო სკოლა, მივიღე უმაღლესი განათლება. პროფესიით იურისტი ვარ. სავალდებულო სამხედრო სამსახურმა ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. სასაზღვრო ჯარში სავალდებულო გაწვევას თავი ვერ ავარიდე. გულწრფელად გითხრათ, ამის სურვილი არ მქონდა. მაგრამ ის, რაც თავიდან უინტერესო მეგონა, დროთა განმავლობაში ჩემი მთავარი ინტერესის სფერო გახდა. ნელ-ნელა მოვიდა მთავარი განცდა, საკუთარ თავს ვპოულობდი. სავალდებულო ვადის ამოწურვის შემდეგ კონტრაქტი ჩემივე სურვილით გავაგრძელე. ცოტა მოგვიანებით ქვეყნის თავდაცვის უწყებაში გადმოვედი და ეს კიდევ განსხვავებული აზარტი იყო. დღეს ბედნიერი ვარ, ამ საქმეს რომ ვემსახურები. იცით, რა განცდაა, როდესაც ღამე მშვიდად გძინავს? ბედნიერი ხარ, რომ შენ შენს ქვეყანას იცავ! ამ საქმეს, ამ გრძნობას არაფერში გავცვლიდი. მიხარია, რომ ჩემი ცხოვრება, სწორედ, ამ გზით წარიმართა.

_ როდის და რატომ გადაწყვიტეთ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა?

_ ავღანეთის მისიაში წასვლამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ერთი წელი ამერიკაში, ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში, ბაზა ფორტ ბენინგზე სამხედრო მიმართულებით სხვადასხვა კურსი გავიარე. რასაც თეორიულად ისწავლი, ის აუცილებლად უნდა გამოცადო პრაქტიკაში. ვმონაწილეობდი 2008 წლის აგვისტოს ომში. ვეტერანი ვარ, თუმცა, ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ცოდნაც გავიმდიდრე. აუცილებლად უნდა გამომეცადა საკუთარი თავი პრაქტიკაში. მთავარი მოტივაცია და მიზანიც ეს იყო.

_ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას?

_ საქართველო მცირე ძალის მქონე ქვეყანაა. სამშვიდობო მისიები ბევრი კუთხით არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ჯარისკაცებისთვის. პირველ რიგში, საერთაშორისო მხარდაჭერის განმტკიცების კუთხით. თუ ჩვენ ვმონაწილეობთ სამშვიდობო მისიებში, ეს ნიშნავს, რომ ძლიერი ქვეყნების პარტნიორი ქვეყანა ვართ. ეს ურთიერთობები ორმხრივია. ჩვენი მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში სხვებს ავალდებულებს, რომ გასაჭირში არ მიგვატოვონ. შეიძლება არასრული სპექტრით, მაგრამ დიპლომატიური კუთხით მაინც დაგვიდგებიან გვერდში და ამის მაგალითებიც გვაქვს. მეორე მხრივ, შეირაღებული ძალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამოცდილების მიღება. არმია ცოცხალი ორგანიზმია. თუ ყოველდღიურად არ ივარჯიშა, არ გაიწვრთნა, თუ არ იმოქმედა, ერთ ეტაპზე გაჩერდება და ეს სარგებელს ვერ მოუტანს ქვეყანას. სამშვიდობო მისიებში მონაწილე ბიჭები უდიდესი ძალა და შეუფასებელი განძია ჩვენი სამშობლოსთვის.

_ როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს გადაწყვეტილებას?

_ ოჯახს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდა ჩემს გადაწყვეტილებასთან შეგუება. განსაკუთრებით დედაჩემს. პროტესტი იყო თავიდან, სამხედრო კარიერის დასაწყისშიც, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ვიღებ, ამიტომ ოჯახი ნელ-ნელა ეგუება ჩემი ცხოვრების სტილს. უკვე პროფესიონალი სამხედრო ვარ და თავად გადავწყვიტე ამ გზაზე დავმდგარიყავი.

_ შთაბეჭდილებები, რომელიც ავღანეთიდან ჩამოგყვათ…

_ ავღანეთში ჩასვლისას კულტურული შოკი მივიღე. სულ სხვა რეალობის წინაშე დავდექი. მოვხვდი გარემოში, სადაც ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვიან. მუდმივ შიშს, მოულოდნელ თავდასხმებს ადგილობრივები შეგუებულები არიან და მიუხედავად ყველაფრისა, მათ ყოველდღიურობაზე ეს არ აისახება. ჩვენ ავღანელ ხალხს თალიბანის აგრესიული ქმედებებისგან თავის დაღწევაში ვეხმარებით. ვისაც ეხმარები, მათ უნდა იცნობდე. უნდა იცოდე რას ფიქრობენ, რას გრძნობენ, სხვანაირად დახმარებას ვერ შეძლებ. ამ ხალხთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან უცნაური გამოწვევა იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ადამიანები სულ სხვა რეალობაში ცხოვრობენ და სანამ იქ ხარ, უნდა მიიღო მათი ცხოვრების სტილი. თუმცა, ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილი სამხედროების თვალები იყო. უყურებ თვალებში და მათ განვლილ ცხოვრებას ხედავ, გგონია რომ ყველაფერი ამოიკითხე, მაგრამ ხვდები, რომ სივრცეში იკარგები. ეს არასდროს დამავიწყდება.

_ დღე, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა…

_ ჰელმანდის რაიონის დიდ სოფლებში ვატარებდით ოპერაციებს, სადაც გარკვეული აგრესორი დაჯგუფება აქტიურობდა. ერთ-ერთი ოპერაციის დროს დაგვევალა, 4 დიდი ზომის სახლის გაწმენდა პოტენციური თავდამსხმელებისგან. 2 სახლის გაწმენდა ორმხრივი შეტაკების ფონზე, 2-3 საათი მიმდინარეობდა, თუმცა მიზანს მივაღწიეთ. მესამე სახლისკენ მივდიოდით, როდესაც ნაღმზე ავფეთქდი. გონება არა, მაგრამ მხედველობა დავკარგე. 25 წუთში მოვიდა მედევაკი, სამედიცინო ევაკუაცია. უახლოეს ბაზაზე გადამიყვანეს, სადაც ბრიტანელების ჰოსპიტალი იყო. იქ დავიძინე და 5 დღეში გერმანიაში გავიღვიძე. მხედველობა თვალების გასუფთავების შემდეგ მალევე დამიბრუნდა. ინცინდენტის შემდეგ ერთი ქვედა კიდური დავკარგე, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდანაც არაფერს შევცვლიდი. ყველაფერს გააზრებულად ვაკეთებდი. ალბათ, უფრო ფრთხილად ვიქნებოდი. მაგრამ მე ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მიმაჩნდა საჭიროდ. საბედნიეროდ, ჩემ გარდა არავინ დაშავებულა. ამიტომ არაფერს შევცვლიდი.

_ დღეს რას საქმიანობთ?

_ გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ მცირე პაუზა მქონდა. რეაბილიტაციისთვის იყო საჭირო. ამჯერად, რეინჯერების მოსამზადებელი სკოლის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ვარ. ვაგრძელებ ჩემს სამხედრო კარიერას. სწავლების შემდეგი ეტაპი 2 წელიწადში მიწევს. ეს იქნება ყველაზე მაღალი დონის სწავლება, რაც აქამდე გამივლია. მაიორი ვარ და შემდეგი წოდებისთვის მჭირდება სწავლის გაგრძელება.

_ როგორ შეაფასებდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერას დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიმართ?

_ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რესურსისა და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურს აკეთებს. მე პირადად არასდროს მიგრძვნია უყურადღებობა. რაც მთავარია, სამინისტროში არ არის კომუნიკაციის პრობლემა. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თემაზე შემიძლია საუბარი უწყების წარმომადგენლებთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი საერთო საქმე გვაერთიანებს და ეს ქვეყნის თავდაცვაზე ზრუნვაა. მინისტრთან გვქონდა შეხვედრა და იქაც აღვნიშნე, დღეს ძალიან აქტუალურია სოციალური მიმართულებები. ეს ლოგიკურია და ასეც უნდა იყოს. მაგრამ ასეთივე წარმატებით უნდა გააქტიურდეს განათლების საკითხი. როგორც ვიცი, ამ კუთხითაც სასიამოვნო სიახლეები გვაქვს. 20, 22 და 25 წლის დაჭრილი ბიჭები გვყავს, რომლებსაც ახალი რეალობა სჭირდებათ ცხოვრებაში. მათ უნდა მიიღონ განათლება, ახალ რეალობაში უნდა იპოვონ თავი და ამაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ.

_ რას ეტყოდით დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ, ვინც ახლა აპირებს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას მიღებას?

_ არ არსებობს ეტაპი, რომელიც არ მთავრდება. არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ მოერევი. მთავარია, სწრაფად შეძლო ადაპტაცია. უნდა გჯეროდეს, რომ ყოფით პრობლემებზე ძლიერი შენ ხარ. ყველას აქვს იმის ძალა, თავი დააღწიოს სირთულეს, ნებისმიერი სახის სირთულეს – უბრალოდ უნდა დაინახო ეს შესაძლებლობა საკუთარ თავში. ყოველთვის უნდა იარო ახალი მიზნებისკენ და შეიძლება საერთო საქმესაც ემსახურო, მთავარია ეს იპოვო.

ბიჭებს კი, რომლებიც სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის ემზადებიან ვეტყვი – საკუთარ თავში პროფესიონალი უნდა იპოვოთ. გაითვალისწინეთ სხვისი დაშვებული შეცდომები, ასე უკეთ ისწავლით. გამოწვევა ბევრია და ამას წინასწარ ვერასდროს განჭვრეტთ, თუმცა, იხელმძღვანელეთ უკვე დაშვებული შეცდომებითაც.

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5 მარტი, 2026

ოცდამეერთე საუკუნის ქართული არმია

ცეკვა "ქართული" გამგებლის შესრულებით

ყველა სიახლე

ზაფრანი

გაიგე, რა არის შენი სისუსტე

9:38; 6.03.2026
მსოფლიო

ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

9:36; 6.03.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

9:31; 6.03.2026
პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5.03.2026
მსოფლიო

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

20:31; 5.03.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო