ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურებში მეწყერი გუშინ ჩამოწვა, რის შედეგადაც 30 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით გზის ძირითადი ნაწილი უკვე აღდგენილია:
_ მობილიზებულად იმუშავა ყველა სამსახურმა. ძალიან დაგვეხმარა გურიის გუბერნატორი, აქტიურად იყო ჩართული გიორგი ამაშუკელი.
ძალიან დიდი მალდობა მინდა გადავუხადო გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს თამარ ბაგრატიას, რომელმაც გეოლოგები გამოაგზავნა და სწორედ მათი დასკვნის შემდეგ გახდა შესაძლებელი გზის ნაწილობრივ აღდგენა.
როგორც ვვარაუდობდით, მოგვიწია კლდის აფეთქება. დაინაღმა რამდენიმე ადგილი და ამის შემდეგ მოხდა დაშლა. ამ წუთებში ზემოსურებში ბულდზერი მუშაობს და ძირითადი გზა უკვე აღდგენილია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.
მისივე თქმით, დამეწყრილი გზა ხვალ სრულად იქნება აღდგენილი.
ამავე თემაზე: ზემოსურებში მეწყერია _ 30 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი