82 წლის ჟუჟუნა ცენტერაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში ცხოვრობს. იგი მარტოხელაა. ქალბატონ ჟუჟუნას ორი თვის განმავლობაში შვილიც გარდაეცვალა და მეუღლეც. მოხუცს გადაადგილება უჭირს. იგი ახლობლის საშუალებით დაგვიკავშირდა და გვთხოვა, მასთან მივსულიყავით. 82 წლის ქალბატონი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს.