"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პრეზიდენტობისთვის კლუბ "მერცხალის" მთავარი მწვრთნელი გია ჩხაიძეც ემზადება.
"ვფიქრობ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო. ისე ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ჯერ მიმდინარეობს სამუშაოები არჩევნების მოსამზადებლად." – თქვა ჩვენთან საუბრში გია ჩხაიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნები გრიგოლეთში სასტუმრო "ანდამატში" 7 თებერვალს უნდა გამართულიყო.
"არ ვიცი ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, მაგრამ ნამდვილად არ ტარდება 7 თებერვალს არჩევნები", – გვითხრა გია ჩხაიძემ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად კლუბ "გურიას" ყოფილი პრეზიდენტი კობა მირზაშვილი სახელდება.
"ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება,"- ამბობს მირზაშვილი.