ინდოეთის უზენაეს სასამართლოში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინილიზაციის შესახებ იმსჯელებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ცნობილია, რომ ინდოეთში ერთსქესიანთა ურთიერთობა არაბუნებრივ დანაშაულად ითვლება და 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
აქტივისტების თქმით, სამართალდამცავები და ხელისუფლების წევრები ჰომოსექსუალებს ხშიარდ ავიწროებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდოელმა დეპუტატმა შაში ცარურმა დააყენა შუამდგომლობა ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინილიზაციის შესახებ და 40 000 ხელმოწერაც შეაგროვა.
"დადგა დრო ინდოეთის სისხლის სამართლის კოდექსში 21-ე საუკუნე შემოვიდეს,"_განაცხადა დეპუტატმა.