ესპანური მასმედიის მტკიცებით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, საფეხბურთო სამყაროს "გადატრიალებას" აპირებს. მას სურს, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის გზას "ბარსელონას" ვარსკვლავი, ლეო მესი გაუყენოს.
ამ ორ კლუბს შორის არსებული დაპირისპირების გათვალისწინებით, ეს თითქოს უტოპიას ჰგავს, მაგრამ, ეს ერთი შეხედვით – ამბობენ, პერესი მზად არის, არგენტინელის სანაცვლოდ "ბარსას" 250 მილიონი ევრო გადაუხადოსო. ეს კი ის თანხაა, რომელზეც უარის თქმა ძალიან ძნელი იქნება.
"არ ვიცი, მართალია ეს ინფორმაცია თუ არა, მაგრამ, ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია: თუ მე პერესი დამირეკავს და ჩემთან საუბარს მოინდომებს, მას დიდი ინტერესით მოვუსმენ. იგი დიდი პიროვნებაა, კარგად მუშაობს და მასთან საუბარი უინტერესო არ უნდა იყოს", – განაცხადა მესიმ.
გუშინ კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა. მას შემდეგ რაც მიუნჰენის "ბაიერნის" ამჟამინდელმა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან "მანჩესტერ სიტის" ჩაიბარებს, ბრიტანულმა გამოცემამ "Daily Mail" გამოაქვეყნა ნიუსი, რომ პეპი ქალაქ მანჩესტერში ლეო მესის ჩაიყვანს.
მომავალ საზაფხულო სატრანსფერო ციებ–ცხელებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი. არგენტინელ ვარსკვლავს მოსაფიქრებლად დრო აქვს და მის საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ მალე გავიგებთ.
კულუარული ცნობით, ლეო მესის ბარსელონას დატოვება სურს და დიდია ალბათობა კარიერა მაინც „ნისლიანი ალბიონზე" გააგრძელოს. მანჩესტერში მას თანამემამულე სერხიო აგუერო ელოდება. მადრიდი? მესი "რეალში" ალბათ არ გადავა და პორტუგალიელი ლუიშ ფიგუს შეცდომას არ გაიმეორებს.