ზინა შილკე გერმანელი მძლეოსანი გოგონაა. იგი სამშობლოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სპორტსმენად ითვლებოდა და თავიდან იმედებს აშკარად ამართლებდა.
ზინამ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ ჩავარდნა დაიწყო. მისი მომხიბვლელი სხეულით ჯერ ფოტოსტუდიები დაინტერესდნენ, შემდეგ კი ტანისამოსი "ფლეიბოიმაც" შემოაძარცვა.
შედეგად, შილკემ სირბილისთვის ვეღარ იცლიდა და პერსპექტიული მორბენალისგან მოდელი ჩამოყალიბდა.
ზინა ამჟამად 28 წლისაა და ყველაზე კარგად თავად იცის, რომ რამდენიმე წელში მისი სხეულის ფორმებით ჟურნალები აღარ დაინტერესდებიან. ამიტომ, პროფესიად პოლიციელობა აირჩია, შესაბამისი კურსებიც გაიარა და მალე დიპლომსაც მიიღებს.
როცა შილკე პოლიციელი გახდება, მას, სავარაუდოდ, ვერავინ გაექცევა, რადგან მძლეოსნობაში იგი დღესაც ვარჯიშობს. მეორე მხრივ, მისგან გაქცევის სურვილი, ალბათ, ბევრს არ გაუჩნდება – როგორი საქმეა, "ფლეიბოის" ვარსკვლავი დასაჭერად მოგდევს და შენ გარბიხარ.