დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფილიპ ჰამონდი რუსეთის პრეზიდენტს ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
როგორც ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, სირიაში სამოქალაქო ომის დასამთავრებლად საერთაშორისო ძალისხმევას პუტინი ძირს უთხრის.
"სამწუხაროა, რომ ჩვენს ქმედებებს რუსეთის მხრიდან გამუდმებული საფრთხე ემუქრება,"_ განაცხადა ჰამონდმა.
მისივე თქმით, როდესაც რუსები მოლაპარაკებაზე იწყებენ საუბარს, საუბრის პროცესის პარალელურად სირიას ბომბავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა საჰაერო დარტყმები სირიაში სექტემბერში დაიწყო, თუმცა მეამბოხეებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, რუსების საჰაერო დარტყმებს მშვიდობიანი მოქალააქეები ეწირებიან.
"რუსები ამბობენ, რომ დაეშის განადგურება სურთ, მაგრამ დაეშის ნაცვლად ოპოზიციას ბომბავენ,"_ განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.