ლევან მურუსიძის რეაბილიტაცია ვერ მოხდება, წერს პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული "საქართველოს განვითარების ფონდის" წევრი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი "ფეისბუქის"საკუთარ გვერდზე.
"მურუსიძის რეაბილიტაცია ვერ მოხდება, ის რეჟიმის უკანონობის გამპრავებელი უფლებადამრღვევი პროფესიული მატყუარაა. ახლა მოუნდომებია კომისიის შექმნა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაფასებლად, ნამდვილ აგონიაშია. სტრასბურგის სასამართლო პირადად მას და ცალკე უზენაეს სასამართლოს ვერ მიუძღვნიდა განაჩენს. "სასამართლოს ყველა ინსტანციაში" შედის უზენაესი სასამართლოს უკანონობებიც და მურუსიძის სამარცხვინო, ადამიანის უფლებების ხელმყოფი განაჩენიც. სირცხვილი მასაც და მის დანიშვნაზე ხმის მიმცემებსაც."- წერს დავით ჯანდიერი.