თურქეთში, ქალაქ ადაფაზარის საავადმყოფოში საქართველოს 35 წლის მოქალაქე მაკა შულაია დაიღუპა.
გარდაცვლილი საავადმყოფოში ძალინ მძიმე მდგომარეობაში ორი დღის წინ გადაიყვანეს, სადაც მას ექიმებმა პნევმონია დაუდგინეს.
მიუხედავად ექიმების მცდელობისა ქალბატონის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ დროისათვის ექიმები იმის დადგენას ცდილობენ, ჰქონდა თუ არა დაღუპულს ე.წ. ღორის გრიპი, რის გამოც ცხედარი სტამბულის უნივერსიტეტის ანატომიის ლაბორატორიაში გადააგზავნეს.