GameLab Iliauni -ში შექმნილი ქართული ინოვაციური თამაში – Warlock VR, თამაშების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის Leap Motion 3D Jam 2.0-ის გამარჯვებულთა შორისაა.
ილიას უნივერსიტეტის ცნობით, კონკურსზე მსოფლიოს მასშტაბით 200 თამაში წარადგინეს. მათგან საუკეთესო 11 გამოვლინდა, ხოლო ქართული თამაში მეორე ადგილზეა.
"Warlock VR პირველი ქართული VR ჟანრის თამაშია, რომელშიც საშუალება გაქვთ გახდეთ ჯადოქარი. იგი ჯერჯერობით ბეტა რეჟიმშია, ანუ თამაშის დასრულებული ვერსია არ ასებობს.
ამ თამაშის შემქმნელი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეველოპერთა გუნდი _- StormBringer Studio-ა.
ი თამაში დამზადდა GameLab Iliauni-ში.
ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ,,ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს’’ ბაზაზე შეიქმნა კომპიუტერული და მობილური თამაშების ლაბორატორია GAMELAB ILIAUNI, რომელიც საქართველოში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ,,გეიმლაბია".
ლაბორატორიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად ჩართოს ახალგაზრდა თაობა კომპიუტერული და მობილური თამაშების შექმნის პროცესში და ხელი შეუწყოს წარმატებული სტუდენტური პროექტების კომერციალიზაციას. ლაბორატორია ორიენტირებულია ახალგაზრდა თაობის დასაქმებაზე.