საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი მარგველაშვილს ქართველ სამხედროებზე გაკეთებული განცხადებების გამო მადლობას უხდის:
_ პრეზიდენტის გამოსვლა საკმაოდ დიდხნას გაგრძელდა და პრაქტიკულად, ბოლო წუთამდე საინტერესო იყო. მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს ქართველ სამხედროებზე გაკეთებული განცხადებებისთვის.
მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის პოზიცია და დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ ასეთი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი.
ვადასტურებ, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ თვალსაზრისით ძალიან სანიმუშო მთავარსარდალია, _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.