საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა სისტემურ დანაშაულებებზეც ისაუბრა:
_ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ სისტემურ დანაშაულთან შესახებ პროკურატურისთვის ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე მივიღეთ პასუხი, რომ დევნა დაწყებულია 124 ადამიანის მიმართ.
მაგრამ საზოგადოების მთავარ კითხვაზე პასუხი კვლავ გაუცემელია. სისტემურ დანაშაულს სისტემური პასუხი სჭირდება, _ განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი პოლიტპატიმართა საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პოლიტპატიმრებს სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება უნდა მიეცეთ:
_ მინდა ვისაუბროთ კიდევ ერთ მწვავე პრობლემაზე. 2012 წელს ჩვენ განვაცხადეთ, რომ სახელმწიფოს ჰყავდა პოლიტპატიმრები და პატიმრობიდან გავანთავისუფლეთ ეს ადამიანები. შ
ესაბამისად, დღეს ჩვენ ვალდებული ვართ თითოეულ ასეთ ადამიანს მივცეთ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.