უკრაინელი მომღერალი სუსანა ჯამალადინოვა იძულებული გახდა მშობლიური ყირიმის ნააცვლად მუსიკალური კლიპი საქართველოში გადაეღო, რადგანაც რუსული ოკუპაციის შემდეგ ყირიმში ჩასვლას ვერ ახერხებს.
„შლიახ დო დომუ“ ოთხ დღეში გადაიღეს. გადაღებები კი თბილისში, მცხეთაში, ბულაჩაურში, ნატახტარში, ტაბახმელაში, წითელსოფელსა და კოჯორში მიმდინარეობდა.
– როცა კლიპი პირველად ვნახე, გული ამიჩქარდა, რადგანაც ქართულმა პეიზაჟებმა ყირიმი გამახსენა. ამ კლიპში სპეციალურად არ არის გამოყენებული ლამაზი ხედები, რადგანაც ჩვენი მიზანი იმ ადამინის ჩვენება იყო, რომელიც შინაგან ძიებაშია. ეს არის ისტორია მარტოობაზე და ფესვებთან დაბრუნებაზე, რაც საწყისის საწყისია. – აცხადებს მომღერალი.
სიმღერა, რომელზეც კლიპია გადაღებული გასულ წელს ყირიმელი თათრების დეპორტაციის დღეს წარუდგინეს მაყურებელს, მოგვიანებით კი მომღერლის ახალ ალბომში „პოდიხ“ შევიდა.