9 აპრილს დაღუპული გმირის ნატო გიორგაძის სახელობის ტურნირი ბალახის ჰოკეიში 9 აპრილს, ჩოხატაურში გაიმართა: _ ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქუთაისისა და ჩოხატაურის გოგონათა გუნდები. თამაშის ძირითადი დრო ფრედ _ 1:1 დასრულდა. მაგრამ საერთო გატანილი გოლების მიხედვით, ნატო გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი თასი ჩოხატაურის გოგონათა გუნდს გადაეცა, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბარში საქართველოს ბალახის ჰოკეის ვიცე-პრეზიდენტმა შალვა ბოლქვაძემ.