მაკა ასათიანი ადვოკატის გიორგი გვვენეტაძის ინფორმაციით, ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე ტელეკომპანიიდან გაუშვეს და მის ნაცვლად პარტნიორთა კრებამ ლევან გაჩეჩილაძე აირჩია.
"გია გაჩეჩილაძემ საკუთარი გადაწყვეტილებით თანამდებობა დაატოვებინა ბაია გადაბაძეს და "მაესტროს" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ლევან გაჩეჩილაძე", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გვენეტაძემ.