ქალაქ ოზურგეთში "მოდერნის" მიმდებარე ტერიტორიაზე დადგმული "სოციალური მაცივარი" დროებით აიღეს.
"როგორც იცით "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა" დღეს 4 თებერვალს 12 საათზე გახსნა სუპერმარკეტ "მოდერნის" მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალური მაცივარი, სამწუხაროდ, იურიდიული ნიუანსების გამო მოგვიწია მაცივარი დროებით ჩვენს ოფისში გადმოგვეტანა. სანამ არ მოგვარდება ყველა იურიდიული საკითხი, მანამდე მაცივარი განთავსდება ორგანიზაციის ოფისში. უახლოეს დღეებში მაცივარი დაუბრუნდება პირვანდელ ადგილს." – გვითხრა "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" წარმომადგენელმა შოთა ჯაბუამ.
მისივე თქმით, "სოციალური მაცივრის" დადგმისთვის ქალაქის ოზურგეთის მერიისგან იყო საჭირო შესაბამისი საბუთები. "ამ საბუთებში ამ წუთებში მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ გვქონდა კერძო კომპანიებისგან ზეპირი თანხმობა და საჭირო გახდა ოფიციალური ხელშეკრულებები, რომლებიც უნდა დაერთოს ნებართვას თან, ახლა იურისტები მუშაობენ ამ საკითხზე“"- თქვა შოთა ჯაბუამ.
პროექტის იდეა დაიწყო გორში, არის ასეთი ორგანიზაცია გორის- ახალგაზრდული მოძრაობა "დროა", რომელმაც განახორციელა პროექტი "სოციალური მაცივარი". პროექტის უმთავრესი დანიშნულებაა მოსახლეობის სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენგანს გვქონდეს პასუხისმგებლობა ჩვენ თემში, უბანში, მეზობლად მცხოვრები ადამიანების, ბავშვების მიმართ, და ვისაც რა შეგვიძლია, ის გავაკეთოთ მათი პრობლემების მოგვარებისთვის.- გვითხრა "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" წარმომადგენელმა შოთა ჯაბუამ.