სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით "მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფო 265 მილიონ ლარს გამოყოფს":
"დღეს არის ისტორიული დღე. 25 წელია ელოდება გულშემატკივარი ფეხბურთის განვითარების პროგრამას. მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც უმოკლეს ვადაში ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინა და მთავრობამ დაამტკიცა.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან თითოეულ გუნდს აქვს გარანტირებული თანადგომა. ამ პროგრამით ყველა გუნდი მიიღებს სარგებელს, ეს პროგრამა ორიენტირებულია ფეხბურთის განვითარებაზე და ასევე კერძო სექტორის წახალისებაზე, რომ ფეხბურთს გვერდით დაუდგეს", _ განაცხადა ხეჩიკაშვილმა. ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრის განცხადებით, პროგრამის პრეზენტაციას ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე დღეში გამართავს.