https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საბავშვო ბაღი გასახდელით, საწყობით და… საძინებლის გარეშე!

19:12; 24.12.2010
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოფელმა რომ იარსებოს, სკოლა და საბავშვო ბაღი მაინც უნდა ჰქონდეს. თუ მათი არსებობისთვის ვერანაირ პირობას ვერ ვქმნით, ან კიდევ რომელიმე მათგანი საფრთხის წინაშე დგას, ადგილობრივ ხელისუფლებას კი არაფრის შეცვლა არ შეუძლია, ეს ქვეყანაში სისტემურ გაუმართაობაზე მეტყველებს _ მაშასადამე, თვითმმართველობაცა და ადგილობრივი მმართველობაც ფიქციაა! ჩვენი მოსაზრების არგუმენტირებისთვის, ერთი პრობლემის შესახებ გიამბობთ, რომელიც ჩოხატაურის რაიონის სოფელ ერკეთში მოსახლეებს შეექმნათ. ერკეთი დიდი სოფელია, ორი დაწყებითი და ერთი საჯარო სკოლით. სოფელში ბაღიცაა, რომლის შენობა რამდენიმე ათეული წლის წინ აუგიათ.
_ ეს იყო 25 წლის წინ. 32 ბავშვის ჟრიამული სოფელს ახალისებდა. მაშინ ბაღები რაიონის განათლების განყოფილებას ეკუთვნოდა და ის აფინანსებდა. მოგვიანებით, სოფელს გადასცეს, მაგრამ ადგილობრივმა ბიუჯეტმა ბაღის შენახვა ვერ შეძლო და ფუნქციონირება შევწყვიტეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად დავით ჟღენტი ავირჩიეთ, მისი თაოსნობით კვლავ ახმაურდა ერკეთის საბავშვო ბაღი. ის საკუთარი სახსრებით აფინანსებდა თავისი სოფლის ბაღს. მოგვიანებით, დაფინანსება ვასილ ჩიგოგიძემ გააგრძელა. მისი დახმარებით ბაღისთვის საჭირო უამრავი ნივთი შევიძინეთ. სამი წელია სსსს “მომავალის” დაქვემდებარებაში ვართ. მიმდინარე წლის სექტემბრიდან გადასახადი თითოეულ ბავშვზე 10 ლარი გახდა. მშობლებს ძალიან უჭირთ ამ თანხის გადახდა, მაგრამ ბავშვები მაინც მოჰყავთ, მაგრამ დღევანდელი ჩვენი საწუხარი სხვაა _ დღეს ჩვენ დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. რამდენიმე წლის უკან მეწყერი წამოვიდა, საბავშვო ბაღის შენობა მეწყერულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. შენობა მთლიანად ამორტიზირებულია. უფრო მეტიც, ბოლო წლებში კედლებზე ბზარები გაჩნდა. ძალიან გვეშინია, რადგან კედლები და ჭერი ბეტონის სხმულებისაა და შესაძლებელია, თოვლისა და წვიმის შედეგად ჩამოინგრეს, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ერკეთის საბავშვო ბაღის დირექტორმა ნელი ჯინჭარაძემ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ბაღის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა, ბიუჯეტიდან 14 174 ლარიც გამოყო და ამ თანხით ოთხი პატარა ოთახი ააშენეს. სამუშაოები ჩატარდა აპრილ-მაისში, ივნისში კი მშენებლებმა შენობა ჩააბარეს. ჩვენ დავინტერესდით და ვნახეთ აღნიშნული შენობა _ კორიდორული სისტემის ოთხი პატარა ოთახი გამგისთვის, საწყობისთვის, ბავშვთა გასახდელისა და ტუალეტისთვისაა განკუთვნილი. არსად ჩანს ბავშვების საძინებელი! თანაც შენობა დაუსრულებელია _ იატაკი ცემენტისაა, კედლები შეულესავი და შეუღებავია; წყალი არ არის შეყვანილი; სამაგიეროდ, აქვს მეტალო-პლასტმასის ძვირადღირებული კარ-ფანჯარა. ოფიციალური მოსაზრება ამგვარია: ეს მხოლოდ სამუშაოს პირველი ეტაპია, მეორე ეტაპი კი აწი დაიწყება და შესაბამისად, შენობაც საბოლოო სახეს მიიღებს. როგორც საბავშვო ბაღის გამგე ამბობს, აუცილებელია სამზარეულო, საძინებელი და ბავშვების სამეცადინო ოთახი ჰქონდეთ, რომ ბაღმა გამართულად იმუშაოს.
_ დღეის მდგომარეობით, ბაღში სრულფასოვანი კვების საკითხი მოწესრიგებულია: _ გვაქვს სამჯერადი კვება. დილით _ ფაფა, ჩაი კარაქითა და პურით; სადილი _ კვირაში ორჯერ ხორცით, სამი დღე კი ბოსტნეულით; საღამოს _ ფუნთუშა, ორცხობილა, კისელი, კაკაო, მონაცვლეობით, _ ამბობს ქალბატონი ნელი.
ჩვენ გავესაუბრეთ აღსაზრდელთა მშობლებსაც.
ნინო ანთიძე: _ ორი შვილიშვილი დამყავს ბაღში და ოც ლარს ვიხდი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ძნელია ჩემთვის ამ თანხის გადახდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ამ ბავშვების დედას ჩვილი ბავშვი ჰყავს მოსავლელი, ჯანმრთელობაც შერყეული აქვს. მე თუ ბოსტანში არ ვიმუშავე, საქონელი და ფრინველი არ ვიყოლიე, თავი როგორ ვირჩინოთ?! გაზეთში წავიკითხე, ბაღს დავხურავთო. მერე, ჩვენ რა ვქნათ? ჩვენს სოფელში აღარაფერი აღარ იყოს? ვისთვის ააშენეს ეს შენობა, ან ბოლომდე რატომ არ მიიყვანეს?!
თამარ ლურსმანაშვილი: _ სახლში ბავშვის დამტოვებელი არ მყავს, სამსახურიდან 6 საათზე ვბრუნდები. არ ვდარდობ, როცა ვიცი, რომ ჩემი შვილი ბაღშია. ვიცი, რომ მოვლილია და გამოკვებილი, ლექსებიც იცის და სიმღერებიც. ვხედავ, როგორ იზრდება დღითიდღე. ბაღი რომ გააუქმონ, მე სახლში უნდა დავჯდე. მერე ვინ გვარჩენს?!
მზია მამალაძე: _ ორი კილომეტრის  სიშორიდან მომყავს საბავშვო ბაღში ბავშვი, რადგან საარსებო პირობები უნდა მოვნახო და ოჯახი ვარჩინო. თუ ბაღს გააუქმებენ, მერე ბავშვთან ერთად ვიარო სამუშაოზე?
სოფლის დეპუტატის ნატო ჩანტლაძის აზრით, ერკეთის საბავშვო ბაღის გაუქმებაზე მსჯელობა წინდახედული ნაბიჯი არ იქნება:
_ ეს საბავშვო ბაღი 25 წელია ფუნქციონირებს და ღირსეულად ემსახურება პატარების აღზრდას. თუ კონტიგენტი საკმარისი არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ 10 ბავშვს, რომელიც ბაღში დადის, უარი ვუთხრათ. საკითხი საკრებულოს სოციალურ საკითხთა განყოფილებაში დავაყენე, მაგრამ, ჯერჯერობით, არავის მოუქცევია ყურადღება.
სსსს “მომავალის” დირექტორი, ნინო ბარამიძე საკითხის კომენტირებისას ამბობს: _ ისე გააკეთეს ხარჯთაღრიცხვა, ჩემთვის არაფერი უკითხავთ; რაც შეეხება შენობის ჩაბარების აქტს, ხელი  მოვაწერე შესრულებული სამუშაოს მიხედვით; თანაც, ჩემთვის ცნობილი იყო, რომ სამუშაო უნდა გაგრძელებულიყო… ანგარიშს წარვუდგენ საკრებულოს, სადაც ყველაფერი იქნება აღწერილი.
ინდმეწარმე ზაალ ბერძენიშვილი, რომელმაც ერკეთის საბავშვო ბაღის შენობის ტენდერში გაიმარჯვა, გვეუბნება: _ რაც პროექტით იყო გათვალისწინებული, ის ხუთიანზეა შესრულებული; თანხა არ გვეყო, რომ სამუშაო ბოლომდე მიგვეყვანა.
შემსრულებლის არგუმენტს ეთანხმება მუნიციპალიტეტის საფინანსო განყოფილების უფროსს, ზურაბ ჩანტლაძეც: _ ეს მხოლოდ დასაწყისია _ თანხა არ გვეყო. სამომავლოდ ველოდებით ინფრასტრუქტურიდან თანხებს და თუ მოგვცეს, აუცილებლად გავითვალისწინებთ აღნიშნული ბაღის შენობის ბოლომდე მიყვანის ხარჯებს.
თუმცა, მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ეს არგუმენტები არც ლოგიკურია და არც დამაჯერებელი; არც ერთი ოჯახის უფროსი ტუალეტის ან საწყობის აგებას არ დაიწყებს, თუ არც საძინებელი აქვს და არც მშენებლობის დასრულებისთვის საჭირო თანხა! ხელისუფლებას იმასაც შევახსენებთ, რომ საბავშვო ბაღის, საავადმყოფოს, სკოლის შენობების მოწესრიგება ინფრასტრუქტურის განვითარებას კი არა, გადაუდებელი სოციალური პირობების შექმნას გულისხმობს და სწორედ ამაში მაინც უნდა გამოგვადგეს ჩვენი ჯიბეებიდან ასე გულუხვად ჯამაგირმიღებული ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობა!
15 დეკემბერს, ერკეთის საბავშვო ბაღის გამგესთან, სოფლის დეპუტატთან და რამდენიმე მშობელთან ერთად, მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გიორგაძეს შევხვდით. ხელისუფლების მხრიდან, ამ შეხვედრას საფინანსო განყოფილების გამგე ზურაბ ჩანტლაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ უნგიაძე, შესყიდვების სამსახურის უფროსი ვლადიმერ გოგიბერიძე ესწრებოდნენ. სახალხო დეპუტაციამ მათ სოფლისთვის აუცილებელი საბავშვო ბაღის შენარჩუნება და ბავშვებისთვის ნორმალური პირობების შექმნა მოითხოვა. დიდი მსჯელობის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად გამოძებნიან საშუალებას და ახლადაგებულ რამდენიმე ოთახს მაინც მისცემენ სრულყოფილ სახეს. ითქვა, რომ დიდთოვლობის შემთხვევაში, ბაღი მუშაობას დროებით შეწყვეტს, რომ გამოუსწორებელი ტრაგედია არ დატრიალდეს. დეპუტაცია ამას დათანხმდა, მაგრამ ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ მიღებული დაპირება მხოლოდ გაზეთის ფურცლებს შემორჩება. ამიტომ, ვაფიქსირებთ, რომ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი საჯარო პირები არიან ამ პრობლემის გადაჭრაზე, მოცემული სიტყვის შესრულებაზე პასუხისმგებელნი.
ჩვენ ამ საკითხს არაერთხელ მივუბრუნდებით, მანამდე კი ხელისუფლებას დახმარებასაც ვთავაზობთ: რადგანაც მთავარი პრობლემა ფულის “გამოძებნაა”, უმუშევარი ეკონომისტების დახმარებით, რომლებიც ჩოხატაურში სანთლით ნამდვილად არ არიან საძებნელი, მოვამზადებთ ანალიზს და რეკომენდაციებს, თუ როგორ გამოვათავისუფლოთ თანხები არასაჭირო ღონისძიებების დაფინანსებიდან და აუცილებელი პრობლემების მოგვარებისკენ, მაგალითად, ერკეთში საბავშვო ბაღის შენარჩუნებისკენ მივმართოთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

ვალუტის კურსი 10 დეკემბრისთვის

09:51; 10 დეკემბერი, 2025
ფინანსები

განათლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

19:15; 9 დეკემბერი, 2025
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი extra.ge-ზე საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით პირველად გადახდისას

18:40; 9 დეკემბერი, 2025
ფინანსები

თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

16:49; 9 დეკემბერი, 2025
მთავარი

საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

15:38; 9 დეკემბერი, 2025

ვისთვის გახდა მანდარინი სარფიანი

უნდა იცნობდეს თუ არა მოსახლეობა მხარჯავი სუბიექტების პრიორიტეტებს

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
საზოგადოება

სურსათის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

11:19; 10.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025
ფინანსები

ვალუტის კურსი 10 დეკემბრისთვის

9:51; 10.12.2025
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

9:29; 10.12.2025
პოლიტიკა

პარლამენტი დღეს ქვეყნის 2026 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

9:24; 10.12.2025
საზოგადოება

ინტენსიური თოვა და უამინდობა _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

9:19; 10.12.2025
საზოგადოება

ჩოხატაურში 800 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტირება იწყება

20:58; 9.12.2025
ფინანსები

განათლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

19:15; 9.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:07; 9.12.2025
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი extra.ge-ზე საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით პირველად გადახდისას

18:40; 9.12.2025
საზოგადოება

“ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა”- რას წერს “რადიო თავისუფლება”

17:28; 9.12.2025
საზოგადოება

ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება – ახალი განკარგულება

16:50; 9.12.2025
ფინანსები

თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

16:49; 9.12.2025
საზოგადოება

ქუთაისში საწარმო იწვის

16:36; 9.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო