თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით "თბილისის მერია კონტრაქტორი კომპანიების მონიტორინგს განაგრძობს".
მისივე თქმით მერია კომპანიების მიმართ უფრო მეტად მომთხოვნი იქნება, რადგან ყველა პროექტი დროულად ჩაბარდეს:
"ადრინდელთან შედარებით, ხელშეკრულების პირობები წელს კიდევ უფრო გავამკაცრეთ. გეგმა-გრაფიკის ზედიზედ 2-ჯერ ჩამორჩენის შემთხვევაში, კომპანიასთან კონტრაქტი შეწყდება.
ჩვენი წინამორბედების დროს, გზების საგარანტიო ვადა ერთი წელი იყო, ახლა კი, 3 წელია" _ განაცხადა დავით ნარმანიამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.