ბრიტანეთის პარლამენტის წევრები "ტვიტერისა" და სხვა მიკრობლოგების სერვისების აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
მიკრობლოგებში ინფორმაციების განთავსების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდნენ კონსერვატიული პარტიის წევრები, თუმცა, კენჭისყრის დროს ინიციატივას მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 206 წავიდა.
კენჭისყრის თანახმად, ამიერიდან სხდომათა დარბაზში ბრიტანელ კანონმდებლებს სმარტფონების „ბლექბერის”, „აიფონის” და პლანშეტური კომპიუტერის – „აიპადის” გამოყენება შეეძლებათ.