პროექტ "მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ", რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლური ღირებულებების შესახებ, მორიგ კვლევას აქვეყნებს – მითები და რეალობა ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე.
"გურია ნიუსი" კვლევას უცვლელად გთავაზობთ:
"მათ, ვინც სამი წლის სირიელი ბიჭის ქვიშაში თავჩარგული ფოტო ნახა, რომელზეც მისიზღვის წყლით გარეცხილი უსულო სხეული იყო გამოხატული, ირწმუნეს, რომ სირიელები ევროპისკენ სოცოცხლის ფასად მიილტვიან; გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის გადაწყვეტილებას, რომ ყველა სირიელი, ვინც ევროპის საზღვრებს მიაღწევდა, თავშესაფარს მიიღებს, -ევროპის ქვეყნების ისედაც მცირე ნაწილმა დაუჭირა მხარი; მერკელის ამ ინიციატივას ახალი წლის ღამეს კიოლნში განვითარებულმა მოვლენებმა ძირი უფრო მეტად შეურყია.
იმ ღამეს ახალგაზრდა კაცები ჯგუფებად გარს შემოერტყნენ ქალებს, გაქურდეს და სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს. იმ ღამეს პოლიციაში შესული 900შეტყობინებიდან 600-ზე მეტს სექსუალური ძალადობის სახე ჰქონდა. გერმანიის პოლიციამ დიდი კრიტიკა დაიმსახურა, იმისგამო, რომ ვერ შეძლო სწრაფი რეაგირება დანაშაულზე და მრავალი შემთხვევა გამოუძიებელი დარჩა.
კიოლნის მოვლენები ბერლინში გაგრძელდა, სადაც 700- მდე ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე კრიმინალი ლტოლვილების წინააღმდეგ; ამას მოჰყვა გამოსვლების ტალღა სხვა ქალაქებშიც, სადაც რუსულენოვანი მომიტინგეების რაოდენობამ მარტო ერთ ქალაქში 3000-ს მიაღწია; დემონსტრანტები მოითხოვდნენ "შვილების და ქალების დაცვას", გერმანული და ქრისტიანული ღირებულებების ანდაც სულაც "გერმანული კულტურის" გადარჩენას; ეს მღელვარება 13 წლის ბერლინში მცხოვრები რუსი გოგონას ისტორიას დაუკავშირდა. მშობლების თქმით, მიგრანტებმა ახლო აღმოსავლეთიდან მათი გოგო გაიტაცეს და გააუპატიურეს. შემთხვევას დიდი რეზონანსი და გერმანიასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვა მოჰყვა; საკითხზე საჯარო მინიშნება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა. რუსეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკითხის შესახებ მათი ინფორმირება გერმანიის მხრიდან ცივილიზებული ნორმის ფარგლებში არ მომხდარა; განცხადებამ ბერლინი შეაშფოთა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგას „გერმანიის შიდა საქმეებში" ჩარევის მცდელობაზე მიუთითა. მოვლენებს უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკოც გამოეხმაურა, მან აღნიშნა, რომ ის, რაც რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წლინახევრის წინ ხდებოდა, ახლა გერმანიის წინააღმდეგ ხდება და ამას "ჰიბრიდული ომი" ეწოდება.
მართლაც, გერმანიის ქალაქებში ათასობით რუსულ-ენოვანი პროტესტანტი ჰიბრიდული ომის ტყვე აღმოჩნდა; მღელვარება ძირითადად რუსეთის პირველ არხზე გასულმა სიუჟეტმა გამოიწვია, რომელსაც ბერლინშიც უყურეს და სოციალური ქსელებით აქტიურად გააზიარეს. ინფორმაციის მიხედვით, 13 წლის ლიზა ავტობუსით რკინიგზის სადგურამდე მივიდა, საიდანაც გაუჩინარდა; 30 საათის შემდეგ გაუპატიურებული და სასტიკად ნაცემი გოგონა სხვა რაიონში, ქუჩაში დააგდეს. სკოლის მოსწავლეს3 მამაკაცი აუპატიურებდა. სიუჟეტში აღშფოთებული ხალხი ემოციურად საუბრობდა მომხდარზე; ასევე აჩვენეს ჰაკერების მოპოვებული ვიდეო, რომელიც მოძალადეებს ამხელდა, რომლებიც გაუპატიურებულ გოგონას დასცინოდნენ.
გერმანიის პოლიციისა და პროკურატურის განცხადებით, გოგონას არც გატაცება და არც გაუპატიურება არ მტკიცდება. გამოძიებამ აჩვენა, რომ სქესობრივი კავშირი რამდენიმე თვის წინ მოხდა და მასში ეჭვმიტანილები იდენტიფიცირებულები არიან. ისინი სულ სხვა პირები აღმოჩნდნენ და არა ისინი, რომელთა იდენტიფიცირებაც თითქოსდა მოხდა ჰაკერების მიერ მოპოვებულ ვიდეოზე, (ვიდეო სინამდვილეში ექვსი წლის წინაა გადაღებული); საბოლოო განაჩენს სასამართლო გამოიტანს.
ბერლინის მოვლენები ყურადღების მიღმა არც ქართული მედიისთვის დარჩენილა; თუ რადიო თავისუფლებამ და ტაბულამ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით მიმოიხილეს შემთხვევა,სადაც აისახა ბუნდოვანება და წინააღმდეგობრივი საკითხები, მარშალპრესმა მკითხველს დაბეჯითებით განუმარტა, რომ "ბერლინში ლტოლვილების ჯგუფი 13 წლის გოგონას 30 საათის განმავლობაში აუპატიურებდა". სავარაუდოდ მსგავს ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა დასკვნები პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ და უკვე კვირის ქრონიკის, 11-17 იანვრის გამოშვებაში აღნიშნა: „ შეიძლება ვიზალიბერალიზაცია მოგვცენ, მაგრამ ევროპამ ძველი ხიბლი დაკარგა, უკვე საშიში გახდა. მაგალითად, დღეს ნორმალური ადამიანი თავის შვილებს გაუშვებს იქ, სადაც ასე ღიად ხალხს აუპატიურებენ და განმკითხავი არ ჩანს? "ჰიბრიდული ომის მსხვერპლი აღმოჩნდა ჩემი შვილის ძიძაც, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად აღელვებული მიყვებოდა, რომ ლტოლვილები გერმანიაში აუპატიურებენ ახალგაზრდა გოგონებს.
სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ადამიანმა ცოტა რამ იცის გაუპატიურების ფაქტებზე, ზოგადად.არასრული, არაფაქტობრივი ცოდნა,ზიანს აყენებს ადამიანს,განსაკუთრებით მაშინ, როცა მავანნი ცდილობენ პრობლემის და ფაქტების დამალვით ან დამახინჯებით ადამიანებით მანიპულირებას; ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია გაუპატიურების საკითხზე ფაქტების ჩამონათვალია. ავტორის სურვილია, რომ მკითხველმა ამ ფაქტების გაცნობის შემდეგ თავად გამოიტანოს დასკვნა: სად ტარდება მეტი კვლევა, სად არის მეტი გამჭვირვალობა და ღიაობა, რომელ ქვეყნებში რეაგირებენ ადეკვატურად და შესაბამისად გააკეთონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, სად უფრო საშიშია-საქართველოში, ევროპაში, ამერიკაში თუ რუსეთში.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ 2013-2014 წლებში სულ 242შემთხვევა დაფიქსირდა; აქედან 79 გაუპატიურების შემთხვევა იყო; 2014წელს გაუპატიურება თითქმის ორჯერ ( 51 -იდან 28 -მდე) შემცირდა; დანაშაულის გახსნის პროცენტი 40- დან 50 პროცენტამდეა.
ასევე, 2013 წელს დაფიქსირებულია 5 ტრეფიკინგის შემთხვევა; 2014 წელს ტრეფიკინგის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული;
საყურადღებოა, რომ 2010-2013 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ხვადასხვა თავშესაფრებში 3500 ქალსა და ბავშვს გაეწია დახმარება; თბილისსა და ბათუმში სპეციალურ თავშესაფრებში 50 ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალი იღებდა მომსახურებას.
2. ამერიკაში გაუპატიურებული ქალების 54 პროცენტი მალავს გაუპატიურების ფაქტს, საქართველოში ეს ციფრი უცნობია;
3. გაუპატიურებული ქალის დაფეხმძიმების შანსი ორჯერ მაღალია იმ შემთხვევებთან შედარებით, როცა სქესობრივი კავშირი თანხმობის საფუძველზე ხდება.
4. მსოფლიო რეიტინგის მიხედვით,საქართველო და საბერძნეთი 119 ქვეყნიდან 92ადგილზე არიან პოლიციაში დაფიქსირებული გაუპატიურების შემთხვევების მიხედვით. საყურადღებოა, რომ ეგვიპტე და ინდოეთი პოლიციაში აღრიცხული გაუპატიურების შემთხვევების რაოდენობით ბოლო ადგილებზე არიან, თუმცა ალტერნატიული სტატისტიკა საპირისპიროს ამტკიცებს.
5. ევროკავშირის ქვეყნებში გაუპატიურების შემთხვევები მსოფლიო საშუალო მონაცემზე 1 პროცენტით ნაკლებია (10,19შემთხვევა 100 000 მოსახლეზე), ყველაზე მაღალი მონაცემი სამხრეთ აფრიკაშია (132, 4);
ამერიკა რეიტინგით მე-14-ე ადგილზეა (27,3); რუსეთი და ესპანეთი 73-ეადგილზე (3,4);ისრაელი 94-ე ადგილზე ( 1,8),სომხეთი და აზერბაიჯანი 115-ე, 116-ე ადგილებზე (0,3, 0,4 ).
6. ამერიკაში კოლეჯში ქალის გაუპატიურების შანსი 5-დან ერთია; საქართველოში მსგავსი მონაცემი არ არსებობს;
7. 2013 წლის გაეროს ქალთა კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული ქალები და კაცები ფიქრობენ, რომ ძალადობის ყველაზე მწვავე გამოვლინება ფიზიკური და შემდეგ სექსუალური ძალადობაა ( 94%);აღსანიშნავია, რომ წინა კვლევებში 78 % ამბობდა, რომ ოჯახში კაცის ქალზე ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმეა. ახლა ასე მხოლოდ გამოკითხულთა 25 % ფიქრობს.
8. 2010 წელს საქართველოში ჩატარებული ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის თანახმად, სექსუალურ ძალადობას გამოკითხულთა 5 % ადასტურებს; საქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მიხედვით (2010), 5 და 8 პროცენტია მოზარდ გოგონებზე ფიზიკური და ემოციური ძალადობის სიხშირე, 2008წელს იგივე კვლევის მიხედვით ალბანეთსა და რუმინეთში 11 და 25 და 16 და 32 პროცენტია; სამივე ქვეყანაში მოზარდ გოგონათა (15დან 19 წლის) 5 პროცენტზე ნაკლებმა აღნიშნა, რომ ქმარი ან პარტნიორი აიძულებდა დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. 2008 წელს თურქეთში ჩატარებული რეპრეზენტატიული კვლევის მიხედვით 15 დან 24 წლის ასაკის ქალთა 14% პროცენტმა აღნიშნა, რომ მათზე სექსუალურად უძალადიათ;
9. 35 წლის წინ მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევა რუსთავში, რომლის შედეგაც 21 წლის ქალი დაიღუპა, დღესაც გაუხსნელია;
10. ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო მისიის მონაწილე ქართველ სამხედროებს 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.
11. საქართველოში 11 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს;
12. ყვარელში 21 წლის ბიჭმა 68 წლის ქალის გაუპატიურება სცადა;
13. 2012 წლის 18 სექტემბერს ქართული საზოგადოება საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში არსებული წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მოწმე გახდა, როცა მედია საშუალებებით გავრცელდა საიდუმლო ვიდეო ჩანაწერები, რომლებზეც მამაკაცთა მიმართ მათ შორის პატიმართა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტები იყო გამოსახული; დღემდე წამების მასშტაბი ცნობილი არ არის; დამნაშავეები დაუსჯელები არიან;
14. აშშ ჯარში გაუპატიურების მსხვერპლთა რაოდენობა – 8- დან 37 %-მდეა , საქართველოში ასეთი მონაცემი არ არსებობს.
15. 2008 წლის იანვრიდან ივლისამდე საქართველოში რეგისტრირებულია გაუპატიურების 77 შემთხვევა, ხოლო მთელი წლის განმავლობაში – იანვრიდან დეკემბრამდე 100. გამოდის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ წლის ბოლომდე მხოლოდ 23 შემთხვევა დაფიქსირებულა. ამ მონაცემის მიხედვით, გაუპატიურების მაჩვენებელი ომამდე 3- ჯერ მეტი იყო ომის შემდგომ პერიოდთან შედარებით. 2009წელს რეგისტრირებულია გაუპატიურების 84 შემთხვევა;
შედარებისათვის: ფიქრობენ, რომ ბოსნიის კონფლიქტის დროს 60 000-მდე ქალი გააუპატიურეს.
16. მეორე მსოფლიო ომის დროს რუსმა ჯარისკაცებმა 1 მილიონიდან 2 მილიონამდე გერმანელი ქალი გააუპატიურეს;
17. ქვეყანა, სადაც ქალებს სიკვდილით სჯიან გაუპატიურების შემთხვევაში: ავღანეთი.
18: ამერიკაში ასეთია შეფარდება იმ პირთა რაოდენობასა (უმეტესწილად ბავშვების), ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა კათოლიკე მღვდლების მხრიდან და უმაღლესი კათოლიკე სამღვდელოების წარმომადგენლებს შორის, ვინც დამნაშავედ ცნეს:10,667 :1.
19. 1993 წლის ივნისში 21 წლის სუკრან ესენი მასთან სახლში მოსულმა ჟანდარმებმა PKK-ს ( ქურთთა მუშათა პარტია) მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. ქურთების ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, მარდინის პროვინციაში, სასამართლომ 405 პოლიციელი დამნაშავედ სცნო სურკან ესენის გაუპატიურებაში. აქედან 65 მაღალი თანამდებობის ოფიცერი იყო. მსხვერპლის თქმით, ის სამჯერ დააკავეს, რა დროსაც ჟანდარმებმა ის მრავალგზის გააუპატიურეს. წამებისას გამოიყენეს ელექტროშოკი, ჩატენეს მანქანის ბორბალში და შემდეგ აგორავეს, ცივი წყლის ჭავლით გარეცხეს,ემუქრებოდნენ სიკვდილით; ერთ-ერთი სადისტური სექსუალური ძალადობრივი აქტის დროს განვითარებული სისხლდენის გამო სურკანი საავადმყოფოში მიიყვანეს. წამების დროს მიყენებული ტვინის დაზიანების გამო ესენმა ვერ შეძლო ჯალათების ამოცნობა; მიუხედავად იმისა, რომ ათი მოწმე შეესწრო ესენის დაპატიმრების ფაქტს,დამნაშავეები უარყოფდნენ იმასაც კი, რომ ესენი ოდესმე დაკავებული იყო. ბერლინის წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა ესენის დაზიანებები წამებად შეაფასა; ეს შემთხვევა ზუსტად ხსნის, თუ რატომ ეთქვა უარი თურქეთს ევროკავშირის წევრობაზე ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.
20. გაუპატიურებული შემთხვევების მიხედვით, შეერთებული შტატებიც ივ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზე იყო 2010 წელს; საფრანგეთი რიგით მეორე ქვეყანა იყო მაჩვენებლის მიხედვით ევროზონაში 2009 წელს. იგივე წელს ისლანდია იყო ევროპაში რიგით მესამე ქვეყანა; მოლდოვა რიგით პირველი იყო 2010 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სექსუალურ ძალადობას ძალიან მაღალი ტრავმატიზმი ახასიათებს. ამერიკაში ჩატარებული ერთ-ერთი მასშტაბური კვლევის მიხედვით, გაუპატიურების მსხვერპლ ქალთა 45,9% და კაცთა 65 %-სგანუვითარდა პოსტ ტრავმული სტრესული დაზიანება (Kessler et al 1995). ეს გაცილებით მაღალი იყო თუნდაც ომის ვეტერანებში გამოვლენილ ტრავმულ დაზიანებასთან შედარებით. მეცნიერება ტრავმის შესახებ შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა. პირველ კვლევებს 1970 წლებში დაედო საფუძველი. დამოუკიდებელ მეცნიერთა ორი ჯგუფი ერთსა და იმავე სიმპტომებს აღწერდა ვიეტნამის ვეტერანებთან და გაუპატიურების მსხვერპლ ქალებთან მუშაობის დროს.ამ ადამიანებს ტრავმული გამოცდილება ისეთი სიმძაფრით ახსენებდა თავს, თითქოს ეს მოვლენა ცხადში ხდებოდა (ფლეშბეკი). ამ კვლევების შედეგად ახალი დიაგნოზი-პოსტ ტრავმული სტრესული დაზიანება აღმოაჩინეს. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს აღენიშნებოდათ აუტანელი სირცხვილის გრძნობა, ემოციური გაშეშება, ისინივეღარგრძნობდნენ. იცოდნენ,რომუნდაყვარებოდათთავიანთიახლობლები, მაგრამ ამის შეგრძნება დაკარგული ჰქონდათ. შუშის უხილავი ბარიერი აღიმართა მათსა და სამყაროს შორის. ეს მდგომარეობა მათ საშუალებას არ აძლევდა გაეგრძელებინათ ნორმალური ცხოვრება.
ამასთან სექსუალური ტრავმა ყველაზე ნაკლებად შუქდება მედიაში მასთან ასოცირებული ტაბუს გამო. 1256ტრავმაზე გაკეთებული პუბლიკაციიდან მხოლოდ2,2% იყო სექსუალურ ძალადობაზე; (Nelson and Newman, 2010).
აღსანიშნავია, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ადამიანები თავის თავს ადანაშაულებენ მომხდარში. მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება, რადგან გარშემომყოფებიც მათ ადანაშაულებენ. ფსიქოლოგები ამ ფენომენს იმით ხსნიან, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან ახსნა მოუძებნონ, თუ რატომ არ შეიძლება მათ დაემართოთ მსგავსი საშინელება. თავი რომ დაიმშვიდონ, ფიქრობენ, რომ ისინი ასეა არ მოიქცეოდნენ, ამიტომ ხშირია გაუპატიურების მსხვერპლთა დადანაშაულება იმაში, რომ მათ ვერ ამოიცნეს მოძალადე, რომ არ შეებრძოლნენ, რომ არასწორად ეცვათ, არასწორად მოიქცნენ; ამ მიდგომაში არაფერია რაციონალური ეს არის გარშემომყოფთა სტრატეგია, რომ საკუთარი ბრაზი და აღშფოთება დაიოკონ;
აგვისტოს ომის მსხვერპლი ქალების კვლევებმაც აჩვენეს, რომ ქალები ძირითადად სხვებზე საუბრობდნენ, საკუთარ გამოცდილებაზე კი სდუმდნენ. მომხდარში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებდნენ. მკვლევარები ხშირად ისმენდნენ ფრაზებს: "მე ამის ღირსი ვიყავი", ან "დაბინძურებული ვარ". (ეკა ჩერქეზიშვილის საბაკალავრო ნაშრომიდან, 2013)
შეჯამება
სოსო ცინცაძის განცხადებას რუსი გოგონას შემთხვევასთან ან კიოლნის მოვლენებთან დაკავშირებით, რომ ევროპაში"ღიად ხალხს აუპატიურებენ და განმკითხავი არ ჩანს" შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, რადგან აღმოჩნდა, რომ გოგონას გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება; საკითხს კი გერმანული საზოგადოება სამართალდამცავი ორგანოები და მედია საჯაროდ და ყოველმხრივ განიხილავს, განსხვავებით რუსეთისგან, საიდანაც ვრცელდება დეზინფორმაცია ხალხის მანიპულირების მიზნით. რაც შეეხება გაუპატიურების ფენომენს, მიმოხილვამ აჩვენა, რომ ის ყველა საზოგადოებაში ხდება, მათ შორის საქართველოში. ეროვნული ნიშნით შეუძლებელია მისი გამორჩევა. დასავლური საზოგადოება გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს პრობლემას, სწავლობს მას და ღიად საუბრობს გადაჭრის გზებზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებით ცდილობს შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას. იმავდროულად არიან ქვეყნები, სადაც ტაბუსა და ცოდნის ნაკლებობის გამო მრავალი ადამიანი სიჩუმესა და სიბნელეში ხდება ძალადობის მსხვერპლი და იტანჯება. როგორც აგვისტოს ომის მსხვერპლი ქალები ამბობდნენ: არიან "დაბინძურებული", და ფიქრობენ, რომ "ამის ღირსიც" არიან", _ აღნიშნულია კვლევაში.