თელ-ავივის მეცნიერებმა მოსეს ხუთი წიგნის ზოგიერთი პოსტულატი ეჭვის ქვეშ დააყენეს.
საქმე ეხება აქლემებს, რომლებიც ჰყავდათ აბრაამს, იოსებსა და იაკობს.
ებრაელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მოშინაურებული აქლემი პალესტინის ტერიტორიაზე მხოლოდ ჩვენს ერამდე მეცხრე საუკუნეში გაჩნდა, ანუ, ძალიან შორს არის იმ ეპოქისგან, როცა ბიბლიური პერსონაჟები ცხოვრობდნენ.
როგორ შეიძლება, ვენდოთ აქლემებსო, – აღშფოთდნენ ბიბლიის დამცველები. საქმე ისაა, რომ წერილობითი ვერსია მოსეს ხუთი წიგნისა გაცილებით გვიან გაჩნდა და, შესაძლოა, მისმა დამწერებმა ეს პატარა ნიუანსი ვერ გაითვალისწინეს. აქლემები შესაძლოა, მათი ფანტაზიის ნაყოფია.