ეს ნივთები უწინაც არსებობდა, მაგრამ, როგორც ადამიანებს, პროგრესი მაინც დაეტყო. ალბათ, ეს ბუნებრივია – ადამიანებთან ერთად, ნივთებიც იცვლება და ვითარდება…
პირველი ნათურა 1814 წელს გაჩნდა და ის საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურებოდა – ბუნებრივია, ელექტრობასთან კავშირი არ ჰქონდა. ინგლისელები გასანათებლად კარბიდს იყენებდნენ. ნათურა კი ხისა და შუშისგან იყო დამზადებული.
1874 წელს რუსებმა შუშისა და ლატუნისგან დაამზადეს ნათურა, რომელიც ნახშირის საშუალებით ანათებდა.
1967 წელს უკვე ელექტრონათურაც გაჩნდა. საბჭოთა კავშირი ამ საქმეში ნოვატორობას იჩემებდა – მასალად ვოლფრამი და შუშა გამოიყენეს.
შარშანდელი ნოუჰაუა იაპონური – ტყვიისა და პლასტმასისგან დამზადებული ნათურა დიოდური ნათებით, მსუბუქი და ლამის მუდმივი.