ინგლისსა და უელსს შტორმმა "იმოგენმა" გადაუარა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 13 000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც ცნობილია, უამინდობის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია, ხოლო მძღოლებს ზედმეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
გავრცელებული ცნობით, შტორმისა და ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.
როგორც ცნობილია, ინგლისისა და უელსის სამხრეთ ნაწილებში, ასევე ლონდონში, სანაპირო ზოლზე დიდი ტალღები დაფიქსირდა.
სინოპტიკოსების თქმით, ქარი საღამოს საათებში შესუსტდება.