გერმანიაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა მიუნხენიდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ბად აიბლინგში მოხდა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ავარიის შედეგად ოთხი მგზავრი დაიღუპა, ხოლო 150-მდე დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო დახმარების მანქანები, ხოლო მაშველები ვაგონებში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ.
მაუწყებლის ცნობით, შეჯახების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.