ლანჩხუთის ევგრაფ შევარდნაძის სტადიონზე ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ზამთარში მოსულმა უხვმა ნალექმა სტადიონზე მინდვრის საფარის დაზიანება გამოიწვია და ამ ეტაპზე საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით მინდვრის კეთილმოწყობისთვის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები უახლოეს ხანში დასრულდება და ახალ სეზონს სტადიონი სრული მზადყოფნით შეხვდება.





































































