"თბილისის განვითარების ფონდი"-ს მიერ ჩასატარებელი სამუშაოების გათვალისწინებით 9 თებერვლიდან დაიკეტა აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე. ავტობუსები, რომლებიც გადიან მოცემულ მონაკვეთს, იმოძრავებენ შემდეგი სქემით:
ავტობუსი №20 ჭოროხის ქუჩიდან გაივლის დიმიტრი უზნაძის ქუჩას და ზაარბრიუკენის მოედანს. უკუ მიმართულებით: ზაარბრიუკენის მოედანი – მოსე გოგიბერიძის ქ. – არნოლდ ჩიქობავას ქ. – გიორგი მაზნიაშვილის ქ. – კიევის ქ. – დავით აღმაშენებლის გამზირი.
ავტობუსი №23 იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით : გიორგი მაზნიაშვილის ქ. – ივანე ჯავახიშვილის ქ. – მოსე გოგიბერიძის ქ. – ზაარბრიუკენის მოედანი.
ავტობუსი №59 და №91 ხეთაგუროვის ქუჩიდან გაივლიან შემდეგი მიმართულებით: მოსე გოგიბერიძის ქ. – ზაარბრიუკენის მოედანი – მოსე გოგიბერიძის ქ. – არნოლდ ჩიქობავას ქ. გიორგი მაზნიაშვილის ქ. – კიევის ქ. – დავით აღმაშენებლის გამზირი. უკუ მიმართულებით: ჭოროხის ქ. – დიმიტრი უზნაძის ქ. (ან მარცხენა სანაპირო) – ზაარბრიუკენის მოედანი.
ავტობუსი № 95 იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ჭოროხის ქ. – დიმიტრი უზნაძის ქ. (ან მარცხენა სანაპირო) – ზაარბრიუკენის მოედანი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.