ამ წუთებში პრეზიდენტს ოზურგეთში ელოდებიან. ქვეყნის პირველმა პირმა იუსტიციის სახლი უნდა გახსნას. ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე შეკრებილია უკლებლივ ყველა საჯარო მოხელე თუ კერძო ბიზნესში დასაქმებული მოქალაქეები, მათ შორის პედაგოგები და ექიმები.
იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.
გადაკეტილია ქუჩები და თავისუფლად გადაადგილება დილიდანვე შეზღუდულია. ასევე, თეატრალურ მოედანზე იმყოფებიან ის მოქალაქეებიც, ვისაც პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის წერილების გადაცემა სურს.
როგორც იქ მყოფმა ერთმა მოქალაქემ გვაცნობა, ქალბატონი რომელიც იუსტიციის სახლთან მიახლოებას ცდილობდა და როგორც მისი საუბრიდან სჩანდა ხელისუფლებაზე იყო განაწყენებული, ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ორმა მამაკაცმა, ავტომანქანაში იძულების წესით ჩასვა და შემთხვევის ადგილიდან, ჩვენთვის უცნობი მიმართულებით წაიყვანა.