ლანჩხუთის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ცნობით, გრიპის ვირუსის მაჩვენებლის გაზრდის გამო ჯურუყვეთის საბავშვო ბაღში დროებით შეწყდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი.
ცენტრის ხელმძღვანელის დავით წულაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ თუ რომელიმე ბაღში გაცდენათა რაოდენობა გადააჭარბებს 20%, მაშინ დროებით შეჩერდეს მისი ფუნქციონირება.