დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომა შედგა, სადაც დღის წესრიგის გაცნობამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ 41 წლის იუბილე მიულოცა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს საკრებულოში მიხეილ გოგოტიშვილს.
_ ხომ არ იფიქრებდი "ოცნებაში" გადასვლაზე? _ ეხუმრნენ კოლეგები მიხეილ გოგოტიშვილს, რომელმაც ასევე ხუმრობა არ დაიშურა და შეახსენა ყველას, რომ ეს წელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მომავალ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებია.
მოახლოებული დაბადების დღე წინასწარ მიულოცეს კიდევ ერთ მაჟორიტარ დეპუტატს სოფელ გურიანთიდან ბონდო ღლონტს.