ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომაზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ეროდი გორდელაძემ წარმოადგინა საკითხი: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ შოთა ართმელაძისთვის საკრებულოს წევრობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ".
"ყველამ იცით, რომ დეპუტატ ართმელაძეს დღემდე უფლებმოსილება მხოლოდ შეჩერებული ჰქონდა. ახლა კი ვადამდე საბოლოოდ შეწყდა უფლებამოსილება, მის მიმართ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ("ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის" 43-ე მუხლის პირველი პუნქტი _ ავტ.) _ თქვა გორდელაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ დიმიტრი კვერღელიძემ აღნიშნულ საკითხზე საკუთარი თვალსაზრისი გამოთქვა:
"განაჩენი დღესვე გაეგზავნება საარჩევნო კომისიას, მაისში კი დაბა ნასაკირალში ჩატარდება არჩევნები, სადაც "ქართული ოცნება" წარადგენს ღირსეულ კანდიდატს. ჩატარდება ნამდვილი, დემოკრატიული არჩევნები, სადაც ნებისმიერ კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების უფლება. მაისში ახალ კოლეგას ველოდებით," _ თქვა მან.