ინტერნეტში საფრანგეთში, ზღვის სანაპიროზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.
ვიდეოში კარგად ჩანს, რომ სეირნობისას წყვილი ზღვას მიუახლოვდა, რა დროსაც ძლიერმა ტალღამ მამაკაცი წააქცია და ზღვაში შეიტაცა. მეუღლე დახმარებას შეეცადა, თუმცა მეორე ტალღამ ისიც გაიტაცა.
ხანდაზმული ადამიანების საშველად ახალგაზრდა ადამიანი გაემართა, თუმცა სტიქიის წინააღმდეგ ისიც უძლური აღმოჩნდა.
საბედნიეროდ, ამ შემთხვევის მსხვერპლი არ მოჰყოლია და სამივე ადამიანი ცოცხალი გადარჩა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ადამიანი, რომელიც ამ ინციდენტის გადაღებას ახდენდა – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იყო და დახმარების გაწევაც ამიტომ ვერ მოახერხა.