ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პირად დაცვაზე უარი თქვა. ამის შესახებ სააკაშვილმა თავის „ფეისბუქში“ დაწერა.
ოდესის გუბერნატორის თქმით, უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსს ვასილი გრიცაკს თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა და მისთვის დაცვად დანიშნული სპეცდანაყოფ „ალფას“ წარმომადგენლების უკან გაწვევა ითხოვა.
„მე არავის და არაფრის მეშინია. ამიერიდან ოდესაში და მთლიანად ქვეყანაში დაცვის გარეშე გადავაადგილდები“ – განაცხადა სააკაშვილმა.
დასასრულს, გაწეული სამსახურისთვის სააკაშვილმა „ალფას“ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved