ციხისძირში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
"თქვენ გაქვთ უფლება იყიდეთ, შემოიტანეთ. ბატონო ბიძინა, თქვენ რაც გიჯდებათ გადარგვა, ახალი ხეები შემოიტანეთ", _ მიმართეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ივანიშვილს.
"თქვენ არ გაქვთ უფლება მიკარნახოთ სად უნდა გავაკეთო. სადაც საჭიროდ მიმაჩნია იქ ვაკეთებ. აქ თქვენ გააკეთეთ პარკი", _ უპასუა ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს.