ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 29:3 დაამარცხეს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან ევროპის ერთა თასის 2016 წლის გათამაშების მეორე ტურის მატჩი ლისაბონში გამართა. მატჩში ლელოები გიორგი თხილაიშვილმა, მერაბ კვირიკაშვილმა, ზურაბ ჟვანიამ და ლევან შარიქაძემ დადეს. ამასთან, კვირიკაშვილის ანგარიშზე კიდევ ერთი საჯარიმო და 3 გარდასახვაა.
"ბორჯღალოსნები" მაქსიმალური 10 ქულით, ევროპის ერთა თასის სატურნირო ცხრილის სათავეში არიან. 9-9 ქულა აქვთ რუსეთსა და რუმინეთს.
მომდევნო მატჩი საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის, 27 თებერვალს თბილისში, გაიმართება.