შინაგან საქმეთა სამინისტრო 2016 წლის იანვრის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საქართველოდ ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებით, 2016 წლის იანვარში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 3183 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1211 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 38.05%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.95%.
შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით 2016 წლის იანვრში შსს–ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2125 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1103. დანაშაულის გახსნის პროცენტია 51.91%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +1.87%.