ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში ტრაგედია მოხდა. თვითმხილველების თქმით სოფლის ცენტრში მდგარ ქალბატონებს ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ორი ქალბატონი გარდაიცვალა, ერთი კი ოზურგეთის "მედალფას" სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.
კლინიკის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით პაციენტს ქალა-ტვინის დახურული ტვრავმა აღენიშნება.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 7-ე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღევას, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.