ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხარკოვში სახალისო შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრის მონაწილე მამაკაცები ერთმანეთს ქალბატონების ხელებით დიდხანს დაჭერაში ეჯიბრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობას 226 წყვილი იღებდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გამარჯვებული სამოქალაქო დაცვის ნაციონალური უნივერისტეტის სტუდენტი გახდა, რომელსაც გოგონა ხელებში 37 წუთის და 5 წამის ეჭირა.