ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციას ცესკო-ს ყოფილი თანამშრომლები მართავენ.
"ჩვენ, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის პროფკავშირი, მოვედით რომ ვენეციის კომისიის დელეგაციას გადავცეთ ინფორმაცია, როგორ მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების "არჩევა", რომ ეს მოხდა კანონის სრული უგულებელყოფით", – აღნიშნა საარჩევნო კომისიის ყოფილმა წევრმა ნენე დალაქიშვილმა.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის, თეა ქეცბაიას თქმით, პროფკავშირის წევრების ცალსახა დისკრიმინაცია მოხდა და რაიონულ წარმომადგენლობებში პარტიული ნიშნით აირჩიეს წევრები.