სირიის ხელისუფლებამ გაეროში თურქეთის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სირია თურქეთს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში ადანაშაულებს და გაეროს მის წინააღმდეგ ზომების მიღებას სთხოვს.
სირიის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის საზღვარი ასმა შეიარაღებულმა პირმა გადაკვეთა, რომელთა შორის თურქი სამხედროებიც იყვნენ.
მათივე ცნობით, შეიარაღებული პირები ამბოხებულების დახმარებას ცდილობდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, თურქეთი სირიაში სამხედროების გაგზავნას უარყოფს.
როგორც ცნობილია, სირიაში სამოქალაქო ომის შედეგად 250 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.