"ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პედაგოგების იძულებით წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვის ისტორია და ოზურგეთში საგანამათლებლო სფეროში დღეს არსებული სიტუაცია, გვაძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს განვაცხადოთ, რომ წინასაარჩევნო პროცესებზე ხელისუფლება გავლენის მოხდენას აუცილებლად შეეცდება მასწავლებლებზე ზეწოლით," – ამბობს გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ნადირიძე.
ნადირიძე მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი საფრთხის პირველი ნიშანი, ოზურგეთში ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელად იმ პირის დანიშნვნაა, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის შინაგანი რწმენით უშუალო მონაწილეობას იღებდა წინასაარჩევნო უკანონო მოქმედებებში, რომელთა შედეგადაც მთელი საგანმანათლებო სისტემა ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში ხელისუფლების სასარგებლოდ. ნადირიძის თქმით ოზურგეთის საარჩევნო ოლქში ადრეულ წლებში ჯერ მოქალაქეთა კავშირი და შემდეგში "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის აღწევდა სასურველ შედეგს. შესაბამისად ბუნებრივია, რომ მისი გამოცდილების გამოყენების სურვილი დღევანდელ მმართველ ძალასაც აღეძრა.
როგორც თამარ ნადირიძე ამბობს, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სახის პიარის შემცველ ღონისძიებებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის ხარჯზე უკვე რამდენჯერმე მოხდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა ორანიზებული დასწრება. ხსენებულის თაობაზე ადგილობრივი პრესის საშუალებით არაერთხელ გავრცელდა ფრიად საგანაგაშო ინფორმაცია, რომელიც სამწუხაროდ, ხელისულების მხრიდან ჯეროვანი შესწავლისა და რეაგირების გარეშე დარჩა.
"დღესდღეობით კი არჩევნების მოახლოებისთანავე დაიწყო შერჩევითი პერმანენტული და არასანქცირებული შემოწმებები იმ საგანამანათლებლო დაწესებულებების, რომელთა ხელმძღვანელობა ან პედკოლექტივი ადგილობრივ ხელისუფლებაში არსებული ფინანსური კლანისათვის არასაიმედოდ ითვლებიან. აშკარაა, რომ ასეთი მოქმედებების მიზანი გახლავთ არასაიმედო პირების დაშინება და სამსახურიდან გათავისუფლება.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაცია სწავლობს ხსენებულ პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებს, რის თაობაზეც დამატებით მოვახსენებთ საზოგადოებას. ასევე მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს თხოვნით, მოგვაწოდოს ინფორმაცია საგანმანათლებლო სფეროში არსებული პრობლემების შესახებ" _ აღნიშნავს თამარ ნადირიძე.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყოველთვის მზად იქნება კომენტარი გააკეთოს საქმიან, კონკრეტულ საკითხებზე.
"საქართვლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში 2013 წელს შესული ცვლილების თანახმად, საგანმანათლებლო რესურსცენტრებს დაემატა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომლის მიხედვითაც – რესურსცენტრი უზრუნველყოფს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგს, შეფასებას და შესაბამისი ანგარიშების შედგენას.
იმედაშვილის თქმით, სასკოლო მონიტორინგს ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით ყველა რესურსცენტრი, მათ შორის ოზურგეთის საგანამანთლებლო რესურსცენტრიც.
"მონიტორინგი ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული სპეციალური კითხვარისა და რეკომენდაციების შესაბამისად. მე მხოლოდ ამ რეკომენდაციის რამდენიმე საკითხის ამონარიდს მოგაწოდებთ:
"თითოეულმა რესურსცენტრმა განახორციელოს მონიტორინგი კვირაში მინიმუმ 5-6 სკოლაში.
თითოეული გადაცდომის შემთხვევაში რესურსცენტრი ადგილზე გასცემს შესაბამის რეკომენდაციას/რეკომენდაციებს.
იმ შემთხვევაში, თუ გადაცდომა წარმოადგენს დანაშაულს, არ გამოსწორდება რეკომენდაციით/ან წინა მონიტორინგის შედეგად გაიცა რეკომენდაცია, მაგრამ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, საგანმანათლებლო რესურსცენტრი აკეთებს წერილობით მომართვას, შემდგომი რეაგირებისთვის."
მონიტორინგი ხორციელდება სამინისტროს მიერ მოწოდებული კითხვარის შესაბამისად და გამორიცხავს რაიმე ფორმის "თვითინიციატივებს" რესურსცენტრების მხრიდან.
დღეის მდგომარეობით, მეორე სემესტრის განახლების შემდგომ, მონიტორინგი განხორცლიედა ქალაქ ზურგეთის #1, #2, #3, #4, #5, დაბა ნარუჯის, დაბა ლაითურის, დაბა ნასაკირალის, სოფელ მელექედურის საჯარო სკოლებში. მონიტორნიგის ჯგუფი დღესაც გასულია ოზურგეთის საჯარო სკოლებში და შემოწმდება სკოლები არა შერჩევით, არამედ ყველა – ორმოცდაორივე, საჯარო სკოლა. ამ ტიპის მონიტორინგი ყველა სკოლაში ჩვენ მიერ განცხორციელდა გასულ სასწავლო წელსაც.
გამომდინარე აქედან, ბუნებრივია თვალნათლივ ჩანს, რომ ეს არანაირად არ უკავშირდება სკოლების შერჩევას რაიმე პრინციპით,"-ამბობს იმედაშვილი.
რსურსცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თუ ვინმეს სკოლების მონიტორნიგი, კონტროლის გაძლიერება, დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველყოფა ხელს არ აძლევს, ეს მათი პრობლემაა.
"ოზურგეთის საგანამანათლებლო რესურსცენტრი მუდმივად იზრუნებს თავის დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სკოლებში განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ დაგეგმილი აქტივობების სწორად განხორციელებისთვის.
დანარჩენ აბსურდულ, კონკრეტიკას მოკლებულ თემებზე კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია"-ამბობს იმედაშვილი.