BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, ხოლო 61 ადამიანი დაშავებულია.
როგორც ცნობილია, დანაღმული ავტომობილი ანკარაში პარლამენტსა და თურქეთის გენერალურ შტაბს შორის აფეთქდა.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი თავისი უფლებას თავი დაიცვას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ შემთხვევაში არ მოერიდება.
"ტერაქტები, რომლებიც მიმართულია ჩვენი ერის ერთიანობისა და თანასწორუფლებიანობის წინააღმდეგ ბოროტებასთან საბრძოლველად მხოლოდ გვაერთიანებს",_განაცხადა პრეზიდენტმა.
მაუწყებლის ინფორმაციით თურქეთში მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატები გამოეხმაურა.
"ჩვენ თურქეთს, ნატოს მოკავშირესა და ძლიერ პარტნიორს გვერდში ვუდგავართ,"_განაცხადეს აშშ-ს უშიშროების საბჭოში.
როგორც ცნობილია, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა თურქეთში ვარაუდობენ, რომ აფეთქების უკან "ისლამური სახელმწიფო" ან "ქურთისტანის მუშათა პარტია" დგას.






























































