https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ექსკლუზივი _ ვინაა და ვის უკავშირდება პიროვნება, რომლის სახელზეც ციხისძირში 10 ჰა მიწაა შეძენილი

12:02; 19.02.2016
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, „ციხისძირში, სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 10 ჰა მიწის ნაკვეთი ოფშორული კომპანია REDMAN FEDERATION INC-ის სახელზე, საჯარო რეესტრში ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე დარეგისტრირდა.“

განცხადების თანახმად, მთავარი პროკურატურა გამოძიებას ორი წლის განმავლობაში აწარმოებდა.

„ხელშეკრულების ხელმოწერაზე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილი პირის დაკითხვით გამოირკვა, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და მსგავსი სახის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, ასევე დადგინდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის რწმუნებულება არ გაუცია. ამასთან, ოფშორული კომპანიის წარმომადგენელი, რომლის ხელმოწერაც დაფიქსირებულია ხელშეკრულებაზე, საერთოდ არ არის ნამყოფი საქართველოში“ _ აღნიშნეს მთავარ პროკურატურაში, სადაც არ დაუკონკრეტებიათ ვინ იყვნენ ის პირები, რომლებმაც ხელმოწერები გააყალბეს.

საგამოძიებო უწყებაში არც იმაზე უსაუბრიათ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. პროკურატურის განცხადებიდან მხოლოდ იმის გარკვევა გახდა შესაძლებელი, რომ  დოკუმენტზე ხელმომწერი პირის, თინათინ ჩაჩანიძის ხელმოწერა, რომლის ვინაობა “გურია ნიუსმა“ გაარკვია, ყალბია.

უცნობია ხელმოწერის სიყალბე დადასტურებულია თუ არა ექსპერტიზით. თავად ჩაჩანიძე ამ თემებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.

პროკურატურაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ და შესაბამისად უცნობია ვინ იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების ის წარმომადგენლები, რომლებიც პროკურატურის განცხადებით საჯარო რეესტრზე ზეწოლა მოახდინეს ყალბი დოკუმენტების დარეგისტრირების გამო.

ასევე, ამ დრომდე უცნობია, ვინ არის პიროვნება, რომელიც გაფორმებულ დოკუმენტში REDMAN FEDERATION INC-ს წარმოადგენს.

თუმცა, „გურია ნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა ამ პიროვნების _ ვინმე პეტრ ზიკას პირადობის მოწმობის ასლი, რომელიც ხელშეკრულებას თან ერთვის. მასზე პროკურატურაში არ საუბრობენ და შესაბამისად, უცნობია მოხდა თუ არა მისი დაკითხვა.

„გურია ნიუსი“ წყაროს ინფორმაციით, 1977 წლის 24 მარტს დაბადებული პეტრ ზიკას ასავალ-დასავალი მთავარმა საგამოძიებო ორგანომ ამ დროის განმავლობაში ვერ გაარკვია.ზიკა ჩეხეთის მოქალაქეა და ჩვენ ვეცადეთ იგი ჩეხეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის დახმარებით მოგვეძებნა. თუ ჩეხური კომპანიების საძიებელ სისტემას დავეყრდნობით,   პეტრ ზიკა ერთ-ერთი  ორგანიზაციაში ზეინკლად მუშაობს და გასაღებებს ამზადებს.

მითითებულ მისამართზე, ჩვენი თხოვნით, ჩვენი რესპონდენტი იმყოფებოდა. მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებთ „არავითარი ბატონი ზიკა ცხოვრებაში არ გაუგიათ.“

_ ველაპარაკე სახლმმართველობის წარმომადგენელს; ყველას არ იცნობს, ქირით ზოგჯერ ყოფილა ხალხი, თუმცა, რაიმე სავაჭრო ან მაგდაგვარი კომპანია არ ყოფილა კორპუსში განლაგებული. არც არის ადგილი ასეთი საქმიანობისათვის, _ ასე ამბობენ ისინი.

იგი წლებია ჩეხეთში ცხროვობს და  ქართველების საქმიანობის შესახებ ბევრ ინფორმაციას ფლობს. ფიქრობს, რომ ყალბი სახელი წამოსულია იმ პიროვნებებისგან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახლოს იყვნენ.

„რამდენიმე მათგანი, 2-4 პიროვნება დაახლოებული იყო თბილისის ყოფილ მერთანაც. ასევე რამოდენიმე ქართველს, ყოფილი ხელისუფლებიდან ნაყიდი აქვთ ქონება, როგორ ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, პრაღის პრეტიჟულ უბნებში – მაგალითად პარიზის ქუჩაზე, ასევე სხვაქალაქებშიც.

ყველაზე მეტად იმ ქართველი “მაკლერების” საქმიანობას იცნობს ჩეხეთის პოლიცია, რომელსაც არა ერთხელ დაუკავებია ქართველი თაღლითების ჯგუფები, რომლებიც საკმაოდ გამდიდრდნენ ქონების ყიდვა-გაყიდვებში. თუმცა, ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ამჟამად მდგომარეობა შეცვლილია, ჩეხეთის პოლიციის მეშვეობით, თაღლითობით საარსებო წყარო გადაეკეტათ. ამჟამად არც იმდენ ქონებას ფლობენ და არც ჩეხეთის სახელმწიფო აძლევთ გასაქანს.

თუმცა, არიან საკაშვილის ყოფილი მინისტრებიც,  რომლებიც საერთოდ გაურბიან ურთიერთობას ყველასთან და გააჩნიათ თავიანთი ქონება, ქართველებს ერიდებიან და მყუდროდ ცხოვრობენ. როგორიც არის, მაგალითად, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჭიპაშვილი კარგი ქონებით, _ გვწერს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩეხეთში ცხოვრობს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილი მთავრობის „აფიორა“, საიდანაც სარგებელს კონკრეტული მაღალჩინოსნები ნახულობდნენ  და რომელიც ჩეხეთს უკავშირდება, პირველი არ არის.

„ალბათ ქართველი ხალხი მადლიერი იქნება მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სფეროში სერიოზული რეფორმა განხორციელდეს. სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოში ჩვენ გვექნება განახლებული საავადმყოფოები და მაქსიმალური პირობები, რათა როგორც ექიმებმა, ისე პაციენტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ“, – ეს განცხადება ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ლადო ჭიპაშვილს ეკუთვნის, რომელიც როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ჩეხეთში საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობს.

ეს განცხადება ყოფილმა მინისტრმა 2007 წელს  ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში მალე ასი ახალი საავადმყოფო აშენდებოდა.

რეფორმის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ საპრივატიზაციოდ 193 სამედიცინო დაწესებულება გამოიტანა.

პირველად ტენდერში „პსპ“-მ და „ავერსიმ“ გაიმარჯვეს, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის  2008 წლის 13 დეკემბრის N833 განკარგულებით ცნობილი გახდა, რომ საავადმყოფოები შპს “ბლოკ-ჯორჯიას” და მის შვილობილ კომპანიებს – შპს “ბლოკ-ინვესტს”, შპს “მედიმექსს” და შპს “პატრია მედიკას” გადაეცა. ეკონომიკის სამინისტრომ, 2009 წლის 29 იანვარს, ამ ოთხ ფირმასთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და  მათ, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად – 1500 დოლარად გადაეცათ 100 საავადმყოფო.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოგვიანებით ახსნეს, “პსპ“-მ და “ავერსმა“ გარანტიები სრულად ვერ წარმოადგინეს, “კეთილი ნება გამოიჩინეს“ და კლინიკები „ბლოკ ჯორჯიას“ დაუთმეს.

იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბლოკ ჯორჯიას“ უკან ლადო ჭიპაშვილი იდგა, რომელსაც ჩეხეთში კარგი კავშირები ჰქონდა, რადგან მინისტრობის შემდეგ ის ელჩად სწორედ ჩეხეთში მუშაობდა.

ამ ინფორმაციის ნამდვილობას ისიც ადასტურებდა, რომ “ბლოკ ჯორჯიას“  ჩეხეთის “ექსპორტ-იმპორტის” ბანკიდან 100-მილიონიანი კრედიტის ასაღებად საქართველოს  სახელმწიფომ მისცა  გარანტიები და უფრო მეტიც, მთავრობის წარმომადგენლები _ პრემიერი გილაური და  ჯანდაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი ჩეხებს პირადად ესტუმრნენ და „ბლოკ ჯორჯიას“ თავდებად დაუდგნენ, რათა მათ კომპანიისთვის ფული ესესხებინათ.

ეს ყველაფერი იმ დროს ხდებოდა, როცა ჭიპაშვილი ჩეხეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. ორი წელი იმუქრებოდა საქართველოს მთავრობა ხელშეკრულების გაწყვეტით, თუმცა, უშედეგოდ.  ბოლოს სხვა გზა აღარ დარჩათ და არჩევნების წინ, “ასი ახალი საავადმყოფოს“ მშენებლობა ებრაულ კომპანიას „აიჰოპის“ გადააბარეს, თანაც ისე, რომ „ბლოკ ჯორჯიას“ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, ჯარიმებიც კი არ გადაახდევინეს, რომელიც რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება უშუალოდ ციხისძირის შემთხვევას და პეტრ ზიკას, ჩვენი ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ მას ჭიპაშვილთან კავშირი არ აქვს და იგი მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს _ სანდრა რულოვსს უკავშირდება. წყარო არ გამორიცხავს, რომ ეს ადამიანი პრეზიდენტის ოჯახს სწორედ ჭიპაშვილმა დააკავშირა, თუმცა, ამაში მისთვის არაფერი გადაუხდიათ.

წყარო ამბობს, რომ ზიკა შესანიღბად სჭირდებოდათ და რეალურად, ციხისძირის მიწებს სააკაშვილის ოჯახი ფლობს. წყარო იმასაც აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, მსგავსი სქემით ყოფილ პრეზიდენტს და ხელისუფლების მაღალ პირებს საქართველოში ბევრი ქონება აქვთ ხელში ჩაგდებული.

_ ძალიან ადვილია მოძებნო პიროვნება, რომელსაც აქვს ვალი, ან სჭირდება ფული და გამოიყენო ასეთი საქმეებისთვის. ჩინოვნიკები ასეთ ხერხს ხშირად მიმართავენ. ამავე დროს, შესაძლებელია გყავდეს უცხოელი მეგობარი და მას სთხოვო დახმარება. სანდრას საკმაოდ ბევრი ნაცნობი ჰყავს უცხოეთში და სულაც არ არის გამორიცხული პეტრ ზიკაც ერთ-ერთი იმათგანიც იყოს, _ ამბობს „გურია ნიუსის“ კიდევ ერთი წყარო, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

ამ წყაროს თუ დავეყრდნობით, მსგავსი სქემით სააკაშვილის ოჯახი მიწებს ბობოყვათსა და ჩაქვშიც ფლობს.

„გურია ნიუსი“ როგორც მიხეილ სააკაშვილთან, ასევე სანდრა რულოვსთან დაკავშირებას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობს. ჩვენ ასევე ვეცადეთ დავკავშირებოდით სოსო წიქარაშვილს, რომელიც 2011 წელს საჯარო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელობდა, თუმცა ისიც მიუწვდომელია და როგორც გვითხრეს, უკრაინაში, სააკაშვილთან იმყოფება.

ამავე თემაზე: redman federation inc-ს ლარიც არ გადაუხდია _ ვინ არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელსაც სააკაშვილმა მიწები მისცა; სააკაშვილის გარიგება _ 9 მილიონიანი ქონება ციხისძირში 1 ლარად ვალდებულებების გარეშე; სააკაშვილის მიერ 1 ლარად გაყიდული მიწები უცნობ კომპანიას საჯარო მოხელემ დაურეგისტრირა _ ექსკლუზივი

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

“მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”

10:13; 9 იანვარი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

14:27; 8 იანვარი, 2026
სამართალი

დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ გზაზე 5 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ვიდეო ადგილიდან

12:38; 8 იანვარი, 2026
სამართალი

420 აბი ნარკოტიკული საშუალება ხელბარგში – აეროპორტში 1 პირი დააკავეს

10:49; 8 იანვარი, 2026
სამართალი

“ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა”- ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:42; 8 იანვარი, 2026

ქალაქ ოზურგეთის მერი "მერცხალის" ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდა

კახა კახიშვილი ციხის გადატვირთულობის პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო

ყველა სიახლე

Some of the 4000 Santa's that took part in the Variety Santa Run cross the finish line at The Sydney Opera House, today.
ზაფრანი

“სანტა კლაუს კროსი”

10:48; 9.01.2026
ზაფრანი

ცუდი მოგონებები დაანაკუწე!

10:39; 9.01.2026
ზაფრანი

საახალწლო „სტუმართმოყვარეობა“

10:30; 9.01.2026
სამართალი

“მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”

10:13; 9.01.2026
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად არის შეზღუდული მოძრაობა

9:44; 9.01.2026
ზაფრანი

უცნაური საპატარძლო

9:35; 9.01.2026
საზოგადოება

გიგა ავალიანის დედა შიმშილობის დაწყებას აპირებს

20:28; 8.01.2026
საზოგადოება

“იცით ჩემი შვილის საფლავის ქვაზე რა სურათი მაქვს?”- მოკლული მასწავლებლის დედა

17:52; 8.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა”

17:29; 8.01.2026
საზოგადოება

საქართველოს სახალხო არტისტი გაბრიელ მდინარაძე გარდაიცვალა

16:16; 8.01.2026
პოლიტიკა

სასამართლომ გიორგი გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

15:53; 8.01.2026
საზოგადოება

“დაკაბებული ტანკერის შემადგენლობაში 6 საქართველოს მოქალაქეა, გარემოებებს ვაზუსტებთ”

15:45; 8.01.2026
პოლიტიკა

პროკურორი: მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა

15:26; 8.01.2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინის უსაფრთხოება ევროკავშირის უსაფრთხოებაა

14:48; 8.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

14:27; 8.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო