დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის განცხადებით, ევროკავშირის სამიტზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ შემდგარა.
BBC-ის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი საკითხი საზღვრებისა და ევროკავშირის რეგულაციებთან დაკავშირებით გადაუწყვეტელი რჩება.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში იმ შემთხვევაში დარჩება, თუ სხვა ქვეყნებში მცხოვრები მიგრანტების დახმარების ვალდებულება მოეხსნება.
როგორც ცნობილია, თუ დავიდ კამერონი ევროკავშირის სამიტზე შეთანხმებას მიაღწევს, ის ბრიტანეთში დაბრუნდება და ევროკავშირში დარჩენასთან დაკავშირებით მთავრობის საგანგებო სხდომას გამართავს.