ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სანქციების დაწესების მიზეზი ფხენიანის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის გაშვება გახდა.
როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე უარს ამბობს, ხოლო სანქციები მისთვის მინიატურული ბირთვული ქობინის განვითარებისთვის საჭირო თანხის შეწყვეტას ისახავს მიზნად.
გავრცელებული ინფორმაციით, კორეისთვის სანქციების დაწესების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოშიც მსჯელობენ.