გამოცემა "USA TODAY"-ის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბილ ქლინთონის ქალიშვილმა, ჩელსიმ, მამას გახდომა სთხოვა.
"მამა ერთადერთს, რასაც გთხოვ, ეს არის წონაში დაკლება, რადგან, ძალიან მინდა, რომ მუდმივად ჩინებულ ფორმაში იმყოფებოდე".
ბილ ქლინთონი ცნობილია, როგორც ცხიმიანი საკვების დიდი მოყვარული, ხოლო მის ვიზიტებზე „მაკდონალდსში“ ლეგენდები დადის, თითქოს ის გადაცმული იპარება სწრაფი კვების ობიექტში და დიდი ოდენობით კარტოფილ ფრისა და ჩიზბურგერებს ყიდულობს.
ჩელსის გათვლებით, ბილს შვიდ კილოგრამამდე აქვს დასაკლები, რაც ექს-პრეზიდენტისთვის სრულიად მისაღები უნდა აღმოჩნდეს.